საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონები ბათუმური კლუბები გახდნენ

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონები ბათუმური კლუბები გახდნენ. მამაკაცებს შორის საჩემპიონო ტიტულისთვის ბათუმის „პორტუსი” „თელავს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 4-3 დაამარცხა. ქალთა შორის ფინალურ დაპირისპირებაში კი „ბათუმი” თბილისის „ელიტას” ეთამაშებოდა, სადაც ბათუმელებმა დამაჯრებელი გამარჯვება (7-4) მოიპოვეს.
გამარჯვებული გუნდები და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოდ დასახელებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებული გუნდები 2024 წელს პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. ტრადიციულად ჩემპიონატის მხარდამჭერები ბათუმის სპორტული ცენტრი და აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტი იყვნენ.
აჭარის ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს გამარჯვებულ გუნდებს და წარმატებას უსრუვებს საერთაშორისო ასპარესზე.