2023 წლის 14-16 აგვისტოს ბათუმის ქვიშის ფეხბურთის არენაზე ქვიშის ფეხბურთის ღია ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში საქართველოს და ლატვიის გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალურ შეხვედრაში „პორტუსი“ (ბათუმი) „არმიას“ (თბილისი) დაუპირისპირდა და ანგარიშით 4-1 გაიმარჯვება მოიპოვა.
გამარჯვებული გუნდები და სპორტსმენები ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვნმა, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი თოთლაძემ, ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა უჩა აბრამიშვილმა, აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი აბულაძემ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა დააჯილდოვეს.
ფესტივალი აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და ბათუმის სპორტული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
აჭარის ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს „პორტუსის“ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს გამარჯვებას.
