“ბათუმის თასი-2023” საკვალიფიკაციო გათამაშება

2023 წლის 22-26 აგვისტოს ქალაქ ფოთის საფეხბურთო ცენტრში საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის (U15) „ბათუმის თასი-2023“-ის საკვალიფიკაციო გათამაშება გაიმართა.

საკვალიფიკაციო გათამაშებაში თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, ფოთის „კოლხეთის“, „მარტვილის“, წყალტუბოს „სამგურალის“, თბილისის „გლდანის“ ასაკობრივმა გუნდებმა (U15) მიიღეს მონაწილეობა.

 საკვალიფიკაციო გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა თბილისის „დინამომ“, ხოლო მეორე ადგილი ქუთაისის „ტორპედოს“ ერგო, ისინი მონაწილეობას მიიღებენ „ბათუმის თასი-2023“-ის ფინალურ ეტაპზე, რომელიც  გაიმართება ქალაქ ბათუმში, „დინამო ბათუმის“ ჯონი ბაკურიძის სახელობის საფეხბურთო ბაზაზე, 2023 წლის 27 ოქტომბრიდან 01 ნოემბრის ჩათვლით.  

შესაბამისად, საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის „ბათუმის-თასი 2023“-ის მონაწილეებია: „ვალენსია“ (ესპანეთი), „ალკმაარი“ (ნიდერლანდები), ,,ოლიმპიკი მარსელი” (საფრანგეთი), ,,მაკაბი ჰაიფა“ (ისრაელი), „დინამო ბათუმი“ (საქართველო), „სსფ რუხი“ (საქართველო), „დინამო თბილისი“ (საქართველო), „ტორპედო ქუთაისი“ (საქართველო).

საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი-2023“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის, აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტის, ს.კ. „დინამო ბათუმის“, ს.კ. „პორტუს ბათუმის“ და კომპანია „სპორტ სოლუშენის“ ორგანიზებით იმართება.