ბათუმი საერთაშორისო საფეხბურთი ტურნირს „ბათუმის თასი 2023“ მასპინძლობს

2023 წლის 28 ოტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ქალაქი ბათუმი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს ,,ბათუმის თასი 2023″ (U15) უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს: „ვალენსია“ (ესპანეთი), „ალკმაარი“ (ნიდერლანდები), ,,ოლიმპიკი მარსელი” (საფრანგეთი), ,,რიზესპორი“ (თურქეთი), „დინამო ბათუმი“ (საქართველო), „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია“ (საქართველო), „დინამო თბილისი“ (საქართველო), „ტორპედო ქუთაისი“ (საქართველო).

ტურნირი საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

თამაშები ახალ საფეხბურთო ბაზაზე (გიორგი ლეონიძის ქუჩა) გაიმართება.

ფინალური მატჩი 2023 წლის 1 ნოემბერს აჭარაბეთ არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

ტურნირის ორგანიზატორი აჭარის ფეხბურთის ფედერაციაა.

ტურნირის მხარდამჭერებია: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტი, ქალაქ ბათუმის მერია, ა(ა)იპ „ბათუმის სპორტული ცენტრი“, Sport Solution, საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“, საფეხბურთო კლუბი „პორტუსი“, ა(ა)იპ „მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლე“, აჭარაბეთ არენა,  სამშენებლო კომნპანია „ანაგი“, სპორტი ყველასათვის, ლოკო-მოკო, The Grandeur Hotel, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, Beactive.

ყველა თამაში პირდაპირ ეთერში გადაიცემა აჭარის ფეხბურთის ფედერაციისა და ბათუმის თასის ფეისბუქ გვერდებზე.