ბათუმმა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს ,,ბათუმის თასი 2023″ (U15) უმასპინძლა

ბათუმმა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს ,,ბათუმის თასი 2023″ (U15) უმასპინძლა. ტურნირი აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა: „ვალენსია“ (ესპანეთი), „ალკმაარი“ (ნიდერლანდები), ,,ოლიმპიკი მარსელი” (საფრანგეთი), ,,რიზესპორი“ (თურქეთი), „დინამო ბათუმი“ (საქართველო), „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია“ (საქართველო), „დინამო თბილისი“ (საქართველო), „ტორპედო ქუთაისი“ (საქართველო).

ტურნირის ფინალური მატჩი 2023 წლის 1 ნოემბერს აჭარაბეთ არენაზე გაიმართა. „დინამო თბილისმა“ ესპანურ „ვალენსიას“ ანგარიშით 2-0 სძლია.

ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტი, ქალაქ ბათუმის მერია, ა(ა)იპ „ბათუმის სპორტული ცენტრი“, Sport Solution, საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“, საფეხბურთო კლუბი „პორტუსი“, ა(ა)იპ „მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლე“, აჭარაბეთ არენა, სამშენებლო კომპანია „ანაგი“, სპორტი ყველასათვის, ლოკო-მოკო, The Grandeur Hotel, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, Beactive. ყველა თამაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა აჭარის ფეხბურთის ფედერაციის და ბათუმის თასის ფეისბუქ გვერდებზე. ფინალური მატჩის პირდაპირი ტრანსლირება, აჭარაბეთ არენიდან, საზოგადოებირვი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ უზრუნველყო.