2024 წლის 30 აპრილს აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები აირჩიეს.
ყრილობამ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარი ერთხმად დაუჭირა ირაკლი თოთლაძის კანდიდატურას.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებად აირჩიეს: ნიკოლოზ მეგრელიშვილი, ასლან ბალაძე, ვალერიან შანიძე და ჯონი ბარამიძე.
ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ვალერიან შანიძე, ხოლო გენერალური მდივნის თანამდებობაზე ლევან ქორიძე წარადგინა.
დღესვე ფედერაციის ყრილობამ ფედერაციის ახალი სუბიექტები, მოქმედი საფეხბურთო სკოლები და ორგანიზაციები დაამტკიცა.


