ქალთა საფეხბურთო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში აღზევდა. ნიკო ბარამიძის შეგირდებმა სატურნირო ცხრილში 53 ქულა მოაგროვეს და გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს. ბოლო მატჩში ბათუმელმა ფეხბურთელებმა საჩხერის „ქარიშხალა“ დიდი ანგარიშით 11-1 დაამარცხეს. შეხვედრა ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საფეხბურთო ბაზაზე გაიმართა.
აჭარის ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს ქალთა საფეხბურთო კლუბ „ბათუმს“ მიღწეულ წარმატებას.
