ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი-2022“

2022 წლის 4-7 ნოემბერს ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი-2022“ (U12) გაიმართა. ტურნირში 5 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი მონაწილეობდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს „პორტუს ბათუმი“ და „გლდანი“ დაუპირისპირდნენ. მსაჯის ფინალური სასტვენის შემდგომ დაფიქსირდა ანგარიში 0-3 „გლდანის“ სასარგებლოდ.

ტურნირი აჭარის ფეხბურთის ფედერაციის, აჭარის სპორტის დეპარტამენტის, საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმი“-ს და საფეხბურთო კლუბ „პორტუს ბათუმი“-ს ორგანიზებით ჩატარდა.