შუახევის მუნიციპალიტეტში FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

2022 წლის 28 ნოემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. ახალი სტადიონის გახსნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი თოთლაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ესწრებოდნენ.

სტადიონი 500 მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, სტადიონზე მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და გასახდელები.