Beach Soccer Worldwide-მა ბათუმში გამართული ევროლიგის A დივიზიონის ეტაპი 2025 წლის საუკეთესო ღონისძიებად დაასახელა

ბათუმში გამართული ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ევროპის წამყვანი ნაკრებები იღებდნენ, Beach Soccer Worldwide-მა 2025 წლის საუკეთესო ღონისძიებად დაასახელა. ესპანეთში გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ჯილდო აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ირაკლი თოთლაძეს გადაეცა.

წლის საუკეთესო ღონისძიების ნომინაციაზე ბათუმთან ერთად წარდგენილი იყო იტალიაში ჩატარებული ევროლიგის სუპერფინალი და სეიშელის კუნძულებზე გამართული მსოფლიო თასი.

აჭარის ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, აჭარის მთავრობას, აჭარის სპორტის დეპარტამენტსა და ქალაქ ბათუმის მერიას ტურნირის მხარდაჭერისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *